ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ახლოს დგას იმ აზრთან, რომ მოსკოვს ოფიციალურად წაუყენოს ბრალი, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობაში - წერს Times-ი.
დღის პირველ ნახევარში ლონდინში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც ხელისუფლების მეთაურებს მიაწოდებენ ინფორმაციას გამოძიების ბოლო შედეგების შესახებ სოლსბერის ინცინდენტთან დაკვაშირებით. გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია და სადაზვერვო ამზადებს წარუდგინონ პრემიერს მტკიცებულებები, რომ ამ მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას.
შესაძლოა დღესვე შეხვედის დასრულებისთანავე მეიმ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, სადაც მოსკოვს ვალდებულებებს დააკისრებს.