162-ე საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
H1N1 ვირუსის ერთი შემთხვევის გამოვლენის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი დღესაც არ ჩატარდება.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დასრულდება, რის შემდეგ სკოლა სათანადოდ დასუფთავდება და მოსწავლეების მისაღებად მოემზადება.
მისივე განმარტებით, 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მიზეზით სკოლაში სწავლა გუშინ შეწყდა. ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებული მე-11 კლასელი მოსწავლე თავს კარგად გრძნობს.