მწერალთა სახლის ხელშეწყობით ქართველი პოეტი, ლია სტურუა 2020 წლის ტრანსპოეზიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ლია სტურუას ლექსი დაიბეჭდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ჰოლანდიურ ენაზე ლექსი თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ.
30 სექტემბერს ფესტივალ ტრანსპოეზიის მეორე პოეზიის საღამო გაიმართება, რომელშიც ლია სტურუა ბასკ, ჩეხ, ფინელ, ჩრდილოეთ ირლანდიელ და ესპანელ პოეტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მოდერატორი იქნება ბელგიელი მუსიკოსი და კომპოზიტორი Kriticos Mwansa.