ხვალ, 7 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე დარბაზში საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა გაიხსნება. კონფერენცია და გამოფენა კალისტრატე ქუთათელაძის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. კონფერენცია ასევე ეძღვნება საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციისა და მისი საგამომცემლო ორგანოს, ჟურნალ "კერამიკის" დაარსებიდან 10 წლისთავს.
კალისტრატე ქუთათელაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის გამგე.
როგორც კონფერენციის პრეზიდენტმა, კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციის საბჭოს წევრმა, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების საბჭოს წევრმა ზვიად კოვზირიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, კერამიკული მასალის მექანიკური, თერმული, ქიმიური და ფუნქციური თვისებების შესწავლა და გაგება, რომლებიც გაკონტროლდება მათი სტრუქტურიტა და მიკროსტრუქტურით ატომურ დონეზე, არის მთავარი მამოძრავებელი ძალა კერამიკული ტექნოლოგიის ოპტიმიზაციისა და განვითარებისთვის.
მისი განცხადებით, კონფერენციის მიზანია, გააერთიანოს ექსპერტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მეწარმეები ტრადიციული და მოწინავე კერამიკული მასალებისა და ექპერიმენტული ტექნოლოგიის სფეროდან.
"ეს არის მთავარი ამბიცია კერამიკოსთა კერამიკოსთა ამ შეხვედრისა, რათა მათ ერთმანეთს ამ სფეროში მიღწეული გამოცდილება გაუზიარონ", _ განუცხადა კოვზირიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
კონფერენცია დაყოფილია სამ სიმპოზიუმად, რომლებიც მოიცავს კერამიკული მასალების თიქმის ყველა მიმართულებას. ესენია: ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები; ექსპერიმენტული მაღალი ტექნოლოგიები; ბიოკერამიკა და მიკრობიოლოგია; ინოვაციები ფუნქციურ და კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიებში; კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციები; გეოპოლიმერები; მინა, დამფარავები და ემალები; მჭიდა მასალები და ტექნოლოგიები; მინერალური ნედლეულის ბაზების შესწავლისა და გაფართოების თანამედროვე პრობლემები; სილიკატური კერამიკა და ტრადიციული მასალები; ელექტრო-მაგნეტო-ოპტიკური მასალები და ფოტონიკა; ზეგამტარი კერამიკა და გარემოს დაცვა; საინჟინრო კერამიკა და გარემოს დაცვა; მასალათმცოდნეობა; კერამიკა მოძრავ სხეულებსა და ტრანსპორტში.
კოვზირიძის განცხადებით, კონფერენციის მნიშვნელობას ზრდის ისიც, რომ მასში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და დოქტორანტები. ახალგზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, წარმოაჩინონ თავიანთი ნაშრომები და მიიღო ამ პროფესიის დაუფლებაში საჭირო უნარ-ჩვევები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილობს 133 მეცნიერი 12 სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებიდნ და ქარხნიდან: 1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; 2) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 3) ქუთათელაძის სს "საქსაშენმეცნიერება"; 4) ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი; 5) დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; 6) კიბერნეტიკის ინსტიტუტი; 7) აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი; 8) თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი; 9) უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის მასალათმცოდნობის ინსტიტუტი; 10) მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი; 11) რუსთავის მეტალურგიული ქარხანა; 12) კოლუმბიის საერთაშორისო კოლეჯი, ონტარიო, კანადა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნლ "კერამიკაში" სტატიები იბეჭდება ოთხ ენაზე _ ქართულად, რუსულად, ინგლისურად და გერმანულად.