ალეკო ელისაშვილმა პარტია "მოქალაქეების" პრემიერობის კანდიდატად ლევან იოსელიანი დაასახელა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი. ასეთი კაცი სჭირდება პრემერ-მინისტრად ქვეყანას", - თქვა ელისაშვილმა.
ლევან იოსელიანი, 2019 წელს სამოქალაქო მოძრაობის სახელით კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა.