დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 27 წლის კაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, და კედელს შეეჯახა.
ახალგაზრდა კაცი მიღებული დაზიანებებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმე ტრავმები მიიღო 35 წლის კაცმა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.
დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიანებით, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.