დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირის საგრაფოში მდებარე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზა ფეირფორდის მიმდებარედ მომხდარი „სერიოზული ინციდენტის“ გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ხოლო ველფორდის რაიონში საცხოვრებელი სახლების ევაკუაცია განხორციელდა.
Sky News-ის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრიტანეთის „ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ კანონის“ დარღვევაში ედებათ ეჭვი.
შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამხედრო გამნაღმველი ჯგუფია მობილიზებული. სამხედროები ველფორდში რამდენიმე ავტომობილს ამოწმებენ, ტერიტორიის პერიმეტრს კი შეიარაღებული პოლიციელები იცავენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ინციდენტი გახდა დაკავებებისა და ევაკუაციის მიზეზი. ველფორდი აშშ-ის სამხედრო ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.