"სამეფო კარის თამაშების" მსახიობი დიანა რიგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ის გარდაიცვალა დღეს დილით საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში", - განაცხადა მსახიობის აგენტმა.
დიანა რიგი განსაკუთრებით პოპულარული "სამეფო კარის თამაშებში" ოლენა ტაირელის როლის შესრულებით გახდა.
მსახიობმა 1969 წელს ჯეიმს ბონდის ცოლის, ტრეისი ბონდის როლი ითამაშა ფილმში "მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახური".