ქართველი ხალხის ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გუგლმა საგანგებო გამოფენა მიუძღვნა, - ინფორმაციას ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.
"ჩვენი კიდევ ერთი დიდი გამარჯვება! ქართველი ხალხის ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გუგლმა საგანგებო გამოფენა მიუძღვნა.
გამოფენა სახელწოდებით „ხალხური თეატრიდან პოლიტიკურ სატირამდე“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე 25 აგვისტოს ჩაიტვირთა. ეს არის ამ ტიპის პირველი გამოფენა ამიერკავკასიის მასშტაბით, რადგან ამ შემთხვევაში გუგლის ფოკუსის ობიექტი ერთი ექსპონატია, კერძოდ საქართველოს ხელოვნების სასახლე- კულტურის ისტორიის მუზეუმში დაცული არუთინ შამშინოვის მონუმენტური ტილო „ყეენობა“. მხოლოდ გუგლისთვის დამახასიათებელი zoom-in ფორმატით, დამთავლირებელს საშუალება ეძლევა ნახატზე ისეთ დეტალებზე გაამახვილოს ყურადღება რომლის შემჩნევაც საგამოფენო დარბაზში შეუძლებელია. თუმცა ყველაზე საყურადღებო გამოფენის შინაარსია ხელოვნების სასახლის სპეციალისტები, ნახატის საშუალებით ყვებიან „ყეენობის“ ძირძველი ტრადიციების შესახებ და იმაზე თუ როგორ იქცა ეს ტრადიცია რუსულ იმპერიალიზმთან და ცარიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ", - წერს გიორგი კალანდია.