ბათუმი-თბილისის რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" მონაწილეებმა თათა ლიჩელმა (ფორტეპიანო) და გია ყანჩელის სახელობის კვარტეტმა თემურ ჯაიანის (პირველი ვიოლინო), ნიკა ბარათელის (მეორე ვიოლინო), მამუკა ბაბუაძის (ალტი) და გიორგი იმანოვის (ჩელო) შემადგენლობით რეპეტიცია გამართეს.
თათია ლიჩელის განცხადებით, წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ განსხვავებულ ფორმატში ტარდება.
"ფესტივალი "ღამის სერენადები" ის გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამდენი ხნის არსებობის მანძილზე ყველა კონცერტი არის ისეთი, რომელიც მსმენელს და მაყურებელს ახსოვს დიდი ხნის მანძილზე.
ჩემთვის ეს ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ქალბატონ ლიანასთან ერთად ძალიან ბევრი წლის წინ დავიწყეთ თანამშრომლობა და იმის შემდეგ ძალიან დიდი პატივი, ბედნიერება, სიხარული მქონდა იმისა, რომ შევხვედროდით სცენაზე მე და ქალბატონი ლიანა და ის არაჩვეულებრივი მუსიკოსები, რომლებიც ჩამოჰყავდა ფესტივალის მანძილზე.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ სულ სხვა ფორმატში ტარდება არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო ფორმატია, მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლებისთვის არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ტარდება დარბაზში მყოფი მსმენელის გარეშე, მაგრამ ამავე დროს ეყოლება უფრო მეტი მსმენელი - იმიტომ რომ გავა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით.
წელს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა. აუცილებლად უნდა ვახსენო სულხან ცინცაძის ნაწარმოებები. წელს მისი 95 წლის იუბილეა და შესრულდება გამორჩეული საკვარტეტო მინიატურები, საფორტეპიანო პრელუდიები, რომლებიც არაერთხელ დამიკრავს საზღვრაგარეთაც და განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ყოველთვის. აჟღერდება ასევე შუმანის კვინტეტი და რაველის ვალსი.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან ერთად დაუკრავს სრულიად არაჩვეულებრივი გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი. ჩვენ არაერთხელ დაგვიკრავს კონცერტებზე ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალი ორგანიზატორებს და დიდი წარმატებები ვუსურვო "ღამის სერენადებს", - განაცხადა პიანისტმა თათია ლიჩელმა.
მევიოლინე ნიკა ბარათლის თქმით, ფესტივალი "ღამის სერენადები" ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი დონის ფესტივალია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში
"27 აგვისტოს კონცერტზე ნამდვილად სასიამოვნო საღამო ელოდება ჩვენს მსმენელს, სადაც შევასრულებთ შუმანის კვინტეტს პიანისტ თათა ლიჩელთან ერთად, რომელიც არაჩვეულებრივი პიანისტია. ჩვენ არაერთხელ დაგვიკრავს ერთად.
ასევე შევასრულებთ სულხან ცინცაძის მინიატურებს ქართულ თემებზე, ვინაიდან წელს ბატონი სულხანის 95 წლის იუბილეა და ველოდებით ყველას ტელეეკრანებთან.
პირველად გამოვდივართ როგორ კვარტეტი ამ ფესტივალზე, მაგრამ ბავშვობიდან დავდიოდით, ვუსმენდით, მასტერკლასებს ვესწრებოდით, ყოველთვის აღფრთოვანებულები ვიყავით. "ღამის სერენადები" ერთ-ერთი საკმაოდ კარგი დონის ფესტივალია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ნიკა ბარათელმა.
"ღამის სერენადები" 27 აგვიტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება.
2 და 4 სექტემბერს კი ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს.
ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.
ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "არტ ალიანსი". ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია - კომპანია "არდი".
პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; კომპანია "პსპ", მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ღვინის კომპანია "Georgian Unique Wine" -2018 წლის წარმატებული ახალი ბრენდი; კომპანია "სარაჯიშვილი"; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია", "არომატეკა".
პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; "არტარეა" ; ახალი ამბების სააგენტი "Pia.ge"; "ამბები.GE"; საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ–ტაიმი"; საინფორმაციო სააგენტო "GHN", ინტერნეტ მედია ჯგუფი – "ITV", "droni.ge" და "presa.ge", ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today"; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა "Messenger"; "ჯორჯიან პრესი"; ვიდეოპორტალი "myvideo.ge"; ჟურნალი "სარკე"; გაზეთი "აჭარა"; რადიო "ფორტუნა" და პორტალი fortuna.ge.