ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს ფილმში იღებენ. ფილმს "გააზიარე სიყვარული" ერქმევა და მისი სცენარის ავტორი ნიკოლოზ ხომასურიძეა.
ფილმი სიყვარულზე, კარანტინსა და დროში მოგზაურობაზე იქნება. მისი მთავარი გმირები ისტორიულ, ეროვნულ გმირებს ხვდებიან, მათ შორის – დავით აღმაშენებელს, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს, ნიკო ფიროსმანსა და მარგარიტას, ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს, დავით სარაჯიშვილს.
სიუჟეტის მიხედვით, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული შეყვარებული წყვილი კარანტინში ხვდება და ერთმანეთის ნახვის საშუალება არ აქვთ. სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით ისინი სხვადასხვა დროსა და სივრცეში გადადიან, სადაც ისტორიულ გმირებს ხვდებიან.
მთავარ როლებში არიან გიორგი გილიგაშვილი და ელისაბედ ბერიშვილი. ფილმში ითამაშებენ ბექა თურმანიძე, ლაშა კანკავა, გიორგი და ოთო დარჩიაშვილები, გიორგი მეგრელიშვილი და სხვა.