7 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. სანაპიროს №4) გაიმართა პრესკონფერენცია ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალთან - „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. პრესკონფერენციას დაესწრნენ სოლისტები: თამარ ლიჩელი,სანდრო ნებიერიძე,ლიზა ჩხაიძე.
პანდემიით განპირობებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ბათუმი-თბილისის მეთორმეტე ფესტივალი „ღამის სერენადები" წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბათუმში დაგეგმილ კონცერტს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით იხილავს ხოლო თბილისის კონცერტებს „ლაივსტრიმის“საშუალებით.
საკონცერტო საღამოებზე შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები და ასევე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერა შესდგება.
ფესტივალი ტრადიციულადგაიხსნებაქალაქ ბათუმში, 27 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე.
საკონცერტო საღამო ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის - სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტთან ერთად.
2 და 4 სექტემბერს საკონცერტო საღამოებითბილისში გაიმართება თბილისის საკონცერტო საღამოებში მონაწილეობას მიიღებსლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები", ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი,სოლისტები –სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე, ელენე შავერზაშვილი.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში შედგება 3 ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების საპრემიერო შესრულება:
1. სანდრო ნებიერიძის კონცერტი - სპეციალურად ბათუმი-თბილისის მეთორმეტე ფესტივალის „ღამის სერენადებისათვის“, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის დაკვეთით შექმნილი ნაწარმოების – „კონცერტი N2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის".
2. გიორგი შავერზაშვილის „კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის N4", რომელიც ავტორმა ფესტივალის მთავარი დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის დაკვეთით შექმნა და თავის ქალიშვილს მიუძღვნა (ფესტივალის ფარგლებში ფორტეპიანოს პარტიას სწორედ კომპოზიტორის ქალიშვილი – ელენე შავერზაშვილი შეასრულებს).
3. ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოები "სენტიმენტები" კამერული ორკესტრისა და არფისთვის, რომლის საერთაშორისო პრემიერა გერმანიაში 2011 წელს შედგა, ხოლო წლევანდელ ფესტივალზე ნაწარმოების ქართული პრემიერა გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის, სულხან ცინცაძის 95 წლის და კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეები.
საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე. ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.
ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია "არდი".
პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; კომპანია ,,პსპ “, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში .ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარმატებული ახალი ბრენდი ; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.
პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; „არტარეა“ ; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “ Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი - ნანა დოლიძე
"კულტურაზე განსაკუთრებით აისახა მსოფლიოში მიმდინარე პანდემიური ვითარება და ცნობილი მოვლენები. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტროსთვის რჩება პრიორიტეტად ყველა იმ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განისაზღვრა. მათ შორის გახლავთ ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. ის ჯერ კიდევ 1982 წელს, ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ იქნა აფხაზეთში დაფუძნებული. ფესტივალმა მოახერხა უკვე 21-ე საუკუნეში აღდგენილიყო, რაც ძალიან სასიხარულოა. „ღამის სერენადები“ ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ორგანიზატორებს უჩვეულო ფორმატში უწევთ მისი განხორციელება. ფესტივალი გაიხსნება 27 აგვისტოს, სადაც სამწუხაროდ მაყურებელი არ იქნება, ბათუმის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვიხილოთ ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება ბატონ სულხან ცინცაძეს, ჩვენი გამორჩეული კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს. 2-4 სექტემბერს კი ღონისძიება გადმოინაცვლებს თბილისში".
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი - მაკა ნასრაშვილი
"ქალაქ თბილისის მერია მეთორმეტე წელია, რაც ამ ფესტივლის ერთგული მხარდამჭერი და თბილისის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. წლევანდელ წელს, პანდემიის გამო, ბევრმა ფესტივალმა გადაინაცვლა ვირტუალურ სამყაროში, მერია კი ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს თითოეულ ღონისძიებას. გაფართოვდა პროექტების და პროგრამების განხილვა, რათა მოხდეს თბილისის კულტურის ცხოვრების გამოცოცხლება ამ პერიოდში. ვიცით, რომ პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკის არაერთი სფერო და დარგი დააზიანა, სწორედ ამიტომ მოხდა კულტურის სფეროს პროგრამების და პროექტების გაფართოება. მოხარული ვარ, რომ წელს აღინიშნება დიდი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილე, რადგან მერია სახელოვნებო განათლებასაც აქტიურად უწყობს ხელს. მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ფესტივალს და რა თქმა უნდა მერია გვერდში დგომას ყოველთვის გააგრძელებს".
ფესტივალ ღამის სერენადების დირექტორი, ნინა ცაგარელი
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი შედგება პანდემიის ფონზე. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა მუსიკალური სფეროს მნიშვნელოვანი ეს ღონისძიება, თუმცა, ჩვენ ეს შევძელით, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ტრადიციული მხარდამჭერების ერთობლივი ძალისხმევით. ძალიან საინტერესო პროგრამით წარვსდგებით ერთგული მსმენელის წინაშე. მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ახალგაზრდა უნიჭიერესი შემსრულებლები და სამი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების პრემიერა ელოდება ფესტივალის გულშემატკვირებს.
ფესტივალ ღამის სერენადების მთავარი დირიჟორ- ვახტანგ მაჭავარიანი
ისევე როგორც მოვლენაა ქალბატონი ლიანა ისაკაზე, ასევე მოვლენაა ფესტივალი „ღამის სერენადები“. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამ დიდი მოვლენის მონაწილენი ვართ. ასევე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების: ლიანა ისაკაძის, ნინა ცაგარელის და მთელი გუნდის, რომ ამ გაუსაძლისი პანდემიის მიუხედავად აქტიურად ვმუშაობთ. ფესტივალის შინაარსი იყო ყოველთვის ინოვაცია, როგორც პრემიერების და პირველი შესრულებების საქართველოში, აი ამ გზით მივდივართ ჩვენ. ამჯერად პანდემიამ ცოტა გაგვლახა და ონლაინ რეჟიმში წარვსდგებით პუბლიკის წინაშე. საბედნიეროდ დღევანდელი ტექნოლოგიური პირობების ამის საშუალებას იძლევა. უნდა შევეგუოთ იმ რეალობას სადაც ვცხოვრობთ, იმ რეალობაში უნდა ვიშრომოთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმე.