საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1213-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1213 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 987 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -333.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.