ქართული მაწვნის მომზადებისა და მოხმარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საუბარია ბრძანებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
"მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიცია", - ნათქვამია ბრძანებაში.
დოკუმენტი 30 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.