ოლივია დე ჰევილენდი, ლეგენდარული მსახიობი და ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავი, რომელმაც განსაკუთრებული აღიარება ფილმ "ქარწაღებულნში" შესრულებული როლით მოიპოვა, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მისი ადვოკატი იტყობინება, ოლივია დე ჰევილენდი, პარიზში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ოლივია დე ჰევილენდმა სამსახიობო კარიერა 1930-იან წლებში დაიწყო. ითამაშა 49 მხატვრულ ფილმში და იყო კლასიკური ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი წამყვანი კინოვარსკვლავი.
ის იყო უკანასკნელი ცოცხალი ვარსკვლავი ფილმიდან "ქარწაღებულნი". თავისი კარიერის განმავლობაში ჰევილენდმა ორი ოსკარის მიღება შეძლო.