ლეიბორისტული პარტია თბილისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, საქართველოში ელიტური კორუფციაა.
ჯიბლაძემ პრესკონფერენციაზე ფინსანსური დოკუმენტი წარადგინა, რომლიც მერიის მიერ 9 თვის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს ასახავს.
მისი თქმით, დარღვევები განსაკუთრებით მერიის სარეზერვო ფონდს ეხება, რომელიც 5 მლნ 230 ათას ლარს შეადგენს.
`ფონდი, ფორსმაჟორული სიტუაციების დროს გამოიყენება. 2009 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია ყვავის. შეიძლება ითქვას, რომ უზარმაზარი თანხები პირდაპირ ნაჩუქარი აქვთ `ნაციონალური მოძრაობის` წარმომადგენლებს და ე.წ. ხელისუფლებისთვის მომღერლებს, ხოლო იმ საქმისთვის, რასაც დაფინანსება რეალურად სჭირდება, მიზერული, სასაცილო თნხებია გამოყოფილი", _ განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.