შესაძლოა, მეორე ტალღა იყოს დამანგრეველიც კი, - განაცხადა პარლამენტის პლენარული სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, როდესაც საკითხი დგება მსგავსი ფორმულირებით - ჯანმრთელობა თუ სხვა დანარჩენი, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
"შესაძლოა, მეორე ტალღა იყოს დამანგრეველიც კი. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სწორად არ აღიქვამს და პოლიტიკურ სარგებელს ეძებს ამ თემაში, ფიქრობს, რომ თითქოს საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით ჩვენ და არა შესაძლო მეორე ტალღისთვის. კი, საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით, რომ დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება, მაგრამ, როდესაც საკითხი დგება - ჯანმრთელობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. დეპუტატები პაკეტს, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებენ.