"უამრავი პრემია და ჯილდო მიმიღია, თუმცა ყველაფერზე ძვირფასი ხალხის სიყვარული და პატივსცემაა" - დღეს ქართველ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს 84 წელი შეუსრულდა.
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ნაწარმოებები ხშირად სრულდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
კომპოზიტორს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია აქვს მინიჭებული: ი.გოგებაშვილის სახელობის პრემია, ზ. ფალიაშვილის სახ. პრემია, სახელმწიფო პრემია. არის საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის მფლობელი და სხვა. 2017 წელს კი ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.