15 ივლისს, ნინიკო მორბედაძის "დროის მიღმა", ლონდონი ფილიპსის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე "New Now"-ზე წარსდგება.
აუქციონი მოიცავს 233 ლოტს და ისეთი მნიშვნელოვანი სახელების გვერდით, როგორიცაა გერჰარდ რიხტერი, ოლაფურ ელიასონი, დემიენ ჰერსტი, ანიშ კაპური, ჯორჯ კონდო, ოსკარ მურილიო და მარკ ქვინი ასევე წარმოდგენილია ახალი სახელები, მათ შორის ნინიკო მორბედაძე.
"New Now" აუქციონი წელიწადში ორჯერ, ლონდონსა და ნიუ-იორკში იმართება. აუქციონზე თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
აუქციონი ცნობილ სახელებთან ერთად, ახალი მხატვრების აღმოჩენის უნიკალურ საშუალებას იძლევა. აღნიშნულ აუქციონზე წარმატებით გაყიდული ნამუშევრების ავტორები საერთაშორისო არტმარკეტის მონაწილეები ხდებიან.