თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.
9 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორის და მწერლის - ნანა ექვთიმიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
სესიის - „გრძელი ნათელი დღეები - აქ.ახლა" ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება.