რეჟისორ ვიქტორ ფლემინგის სახელგანთქმული კინოსურათი "ქარწაღებულნი" HBO Max-მა თავის პლატფორმაზე ისტორიული კონტექსტის შესახებ განმარტებით დააბრუნა.
მარგარეტ მიჩელის რომანის ეკრანიზაცია HBO Max-მა პლატფორმიდან ივნისისის პირველ დეკადაში ამოიღო. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ფილმი გაჯერებული იყო რასობრივი სტერეოტიპებით, რაც იმ დროინდელ საზოგადოებაში იყო გავრცელებული.
კომპანია იუწყებოდა, რომ შეერთებულ შტატებში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ფონზე, სურათის ქვეტექსტი შესაძლოა მაყურებელს არასწორად აღექვა.
HBO Max-ი აცხადებდა, რომ 1939 წელს ფილმი იყო "იმ დროის პროდუქტი" და შეიცავს ეთნიკურ და რასობრივ კონტექსტებს, რაც მაშინც არასწორი იყო და ახლაც არასწორია.
ფილმი გადაღებულია მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით და წარმოდგენილია მონების პერსონაჟები, რომლებიც, კმაყოფილნი არიან თავიანთი ყოფით და მონობის გაუქმების შემდეგაც ყოფილი მფლობელების ერთულები არიან.
Gone with the Wind (ქარწაღებულნი)-მა მიიღო 10 ოსკარი და ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
ჰატი მაკდანიელი გახდა პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელიც ნომინირებული იყო და გაიმარჯვა, აკადემიის პრემიაზე, საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ფილმში მთავარ როლებს ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი ასრულებენ.