ლეგენდარული მუსიკოსის, ჯგუფ"ნირვანას" ვოკალისტისა და გიტარისტის, კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, 6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. იტყობინება აუქციონის სახლი Julien-ი მიკრობლოგ "ტვიტერზე".
ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც კი ამ მუსიკალური ინტრუმენტში გადახდილა. მანამდე Pink Floyd-ის ერთ-ერთ წევრის, დევიდ გილმორის გიტარა 3.97 მლნ დოლარად გაიყიდა.
როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, საუბარია აკუსტიკურ გიტარაზე Martin D-18E. იუწყებიან, რომ სწორედ ამ გიტარაზე დაუკრა კურტ კობეინმა About a Girl და All Apologise 1993 წლის 18 ნოემბერს, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.
გიტარის ახალი მფლობელი ავსტრალიური მიკროფონების კომპანიის მფლობელ, პიტერ ფრიდმანი. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ფრიდმანი საგამოფენო ტურის ორგანიზებას გეგმავს, რათა ბევრ ადამიანს შეეძლოს გიტარის ხილვა.