ცნობილი ქართველი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია დავაფიქსირო ჩემი ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
23 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, თუმცა მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ეს სიყვარული ბავშობიდან გააღვივეს ჩემმა მშობლებმა.
როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი,საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ვცდილობ ჩემი ხელოვნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მივმართო ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კონცერტებს ვატარებ.
პირველ რიგში, მადლობა დღევანდელ მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული შესანიშნავი რეზულტატებისთვის. ოცნებამ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ პარტიის მთავარი ღირებლება ხალხზე ზრუნვაა და ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია.
ოცნების წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული.
ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ქართული ოცნება დემოკრატიის მაღალი ხარისხით მოვიდა ხელსულებაში და სააკაშვილის რეჟიმი სისხლის გარეშე დაამარცხა!
ეს იყო ქართული ოცნების სულისჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის ურყევი ნება -დიქტატურის დემოკრატიით დამარცხება! უზნეობასთან ზნეობრივი დაპირისპირებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
"ქართულმა ოცნებამ" მართლაც მოკლე პერიოდში აღკვეთა ძალადობის, მოსახლეობის ტერორის და პატიმრების სისტემური წამების მაგალითები.12 ჯერ შეამცირა ციხეში სიკვდილიანობა და დღეს საქართველო მაგალითს აძლევს ბევრ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს.
შესაძლოა საქართველოში ამ მიღწევებს აღარც აფასებენ სათანადოდ და არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ნორმად იქცა პატიმრებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს არის უკვე კარგია!
ეს უდიდესი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ შიშის რეჟიმში ცხოვრებდა.
საზოგადოებაში, სადაც შიში და ძალადობა ნორმად იყო გადაქცეული .ასევე ნორმა იყო მართული მედიის სიჩუმე, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ხოცვა.
მერწმუნეთ,საქართველოდან შორს მყოფისთვის,ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი იმ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. ეს კონტრასტი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, თუ სააკაშვილის რეჟიმს ჩაანაცვლებდა მისი მსგავსი ძალა, ისეთივე დაუნდობელი და სასტიკი.
დარწმუნებული ვარ, იმ შემთხევაში საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას. დამეთანხმეთ, რომ ბევრისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უკვე ისეთივე ბუნებრივია, როგორც პატიმრებისადმი ჰუმანური მიპყრობა ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა.
საქართველოსთვის უკვე 7 წელია ნორმად იქცა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო გადაუდებელი ოპერაციები, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა.ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიენიჭა.
სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული აღმასვლაც უკვე ნორმად იქცა და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევებით!
მიზანდასახული და ურყევი განვითარება, მშვიდობა, ბიზნესის, მედიის და სიტყვის თავისუფლება ქართული სახელმწიფოს ისეთივე ბუნებრივ ატრიბუტებად იქცა როგორც გერბი და დროშა.
ქვეყანა კი ვითარდება ზედმეტი ეპატაჟის, პათეტიკის და ბაქიაობის გარეშე !!
სააკაშვილმა თავისი მართველობის დროს თვითრეკლამა არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და ლამის კომედიად აქცია.
უკვე სასაცილო იყო მის მიერ ერთიდაიგივე ობიექტების რამოდენიმეჯერ ზარზეიმით გახსნა.ასევე გაუაზრებელი იდეოლოგიების დანერგვა საზოგადოებაში მედიის ზეწოლით.
პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის არჩეული გზა,ხედვები და მიმართულებები არის სწორი და ადაპტირებული ქვეყნის განვითარებისთვის.
იგი პრინციპულად უარის ამბობს საკთარი სიკეთეების რეკლამაზე და ურყევად მიდის დასახული მიზნებისკენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მახსოვს, 2011 წელს მან ყურადრება გაამახვილა ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობაზე -განათლებაზე!დღეს კი ქუთაისში მილიარდი ევროს ღირებულების უნივერსიტეტი შენდება მისი პირადი რესურსებით.
უკვე ნორმადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის უფასო სახელმძღვანელოები,ასობით გარემონტებული სკოლები,კომპიუტერიზაცია.
ბუნებრივ მოვლენად იქცა გაჭირვების დროს "ფონდი ქართუ"-ს მიერ გაწეული მრავალმილიონიანი დახმარებები, ასობით გარემონტებული კულტურული ძეგლები, სპორტული მოედნები, კულტურული ობიექტები, გადარჩენილი ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, ბოტანიკური ბაღები და რასაკვირველია ხმაურის გარეშე გადარჩენილი ათასობით ადამიანის სიცოცხლე!
როგორც ხელოვანმა, არ შემიძლია არ ავღნიშნო ფონდი "ქართუს" უდიდესი წვლილი ისტორიული ძეგლების გადარჩენაში.ერთი წამით წარმოიდგინეთ რამდენი რამ არ შემორჩებოდა საქართველოს, რომ არა ქართუ!!
მაგრამ საქართველოს გაუმართლა და დღეს ბატონი ბიძინას წყალობით მივიღეთ რეაბილიტირებილი თეატრები,ბოტანიკური ბაღები,"ციცინათელაც", ბლექსი არენა,დელფინარიუმიც და მალე დენდროლიგიური უნიკალური პარკი, რომელიც ოაზისად მოგვევლინება.
გავიხსენოთ ასევე აღდგენილი ისტორიულო მემკვიდრეობა , ხევსურეთში მდებარე მუცოს ციხესიმაგრე, ასობოთ სხვა ეროვნული ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ ,თუმცა აღარ გვახსოვს, თუ ვინ გადაარჩინა ეს საგანძური...და ესეც კარგია!
დიახ, სწორდაც რომ ნორმად უნდა იქცეს განვითარებაც, პროგრესიც და წინსვლაც! განვითარებას არ სჭირდება ყოველდღიური აპლოდისმენტები.
ცხოვრებამ თვით უნდა აქიოს ნორმად განვითარების დინამიურობა-ისევე როგორც ნორმად იქცა ყველაფერი რაც ზევით ჩამოვთვალე.
მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვიღწვი განვვითარდე ყოველდღე.როცა რამეს ვაღწევ, მინდა კიდევ მეტი მოტივაციით წინ წავიდე .
ჩემი ქვეყანისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ ქართულ ოცნებას-პარტიას, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია!!", - წერს ელისო ბოლქვაძე.