2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი აღარ ჩატარდება. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Variety-ი იუწყება.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში საგაგებო მდგომარეობის რეჟიმი გაგრძელდა მინიმუმ 10 ივლისამდე. სწორედ ამიტომ, ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიების შემოდგომაზეც კი ჩატარება რთული იქნება.
გამოცემა იუწყება, რომ საკონკურსო ფილმებს, რომელთა სია ივნისის დასაწყისში იქნება ცნობილი, სხვა ფესტივალებზე უჩვენებენ, მათ შორის ვენეციაში.
73-ე კინოფესტივალი კანში 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა ის ორგანიზატორებმა, ამ წლის 20 მარტს გადადებულად გამოაცხადეს.