მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 040 289-ს შეადგენს. გარდაიცვალა 279 565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 380 716 პაციენტი.
კოვიდინფიცირების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსით ინფიცირების 1 309 541 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 78 794 პაციენტი.
საქართველოში კოვიდინფიცირების 635 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 309 პაციენტი.