საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 635 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 309 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 10.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.