საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 635-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 309 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 10 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.