უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მუშაობის დადებით შედეგებს უახლოეს თვეებში მოელის. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "უკრინფორმი" იტყობინება.
"სააკაშვილის მუშაობის დადებით შედეგებს მისი დანიშვნის მეორე დღესვე არ მოველი, თუმცა უახლოეს თვეებში უნდა იყოს შედეგები. შედეგები უნდა დავინახოთ ბიზნესის დერეგულირებისა და საგადასახადო რეფორმების თვალსაზრისით", - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განაცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.
უკრაინიდან ელჩის გამოძახებას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცდომა უწოდა.