უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან საქართველოს ელჩის გამოძახებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, შეცდომა უწოდა.
"ჩვენ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, არანაირი კონსულტაციებისთვის არ გამოვიძახებთ ჩვენს ელჩს (თბილისში, რედ.) უკრაინაში... მიმაჩნია რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ ყოველ ქეყანაში საკადრო პოლიტიკა ეხება იმ ქვეყანასა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განაცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.