კახეთის მხარეში მდებარე სასტუმრო "პარკ ჰოტელსა" და "შატო მერეში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-მა ადამიანმა დატოვა.
მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონიდან გამოსული მოქალაქეთა ტრანსპორტირება უზრუნველყო.
"კიდევ 62-მა ადამიანმა გაიარა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ ვაცილებთ სახლებში, სრულებით ჯანმრთელებს. თითოეულ მათგანს, ვისაც ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალება, ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ 82 სასტუმროსთან", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-ზე მეტი ადამიანია განთავსებული.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები 1400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.