ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ერთ დღეში 1500-ით გაიზარდა და 5700-ს მიაღწია. იუწყება BBC-ი ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ესპანეთი ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მეორე ქვეყანაა იტალიის შემდეგ, სადაც ვირუსით ინფიცირების 15 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
დღეიდან, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ის 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ამ ვადის გახანგრძლივებისთვის მთავრობამ თანხმობის მოსაპოვებლად ესპანეთის პარლამენტს უნდა მიმართოს.
ეს გადაწყვეტილება პედრო სანჩესმა ერისადმი მიმართვის დროს გააკეთა, სადაც მან განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა სავარაუდოდ 10 000-ს მიაღწევს.
უახლესი ისტორიის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში მეორედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრესიუსმა განაცხადა, რომ "პანდემიის ეპიცენტრი ახლა ევროპაა".