ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეისუსი აცხადებს, რომ "პანდემიის ეპიცენტრი ახლა ევროპაა".
"პანდემიის ეპიცენტრი ახლა ევროპაა. ჩინეთის გარდა, ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ევროპიდან მოდის", - თქვა ღებრეისუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
11 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.