ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
"უახლოეს დღეებსა და კვირებში, ველოდებით ინფიცირებულთა შემთხვევების, დაღუპულთა და დაზარალებული ქვეყნების რიცხვის ზრდას. ჩვენ შევაფასეთ ვითარება და გავაცნობიერეთ, რომ კორონავირუსი შეფასდეს, როგორც გლობალური პანდემია", - თქვა ღებრეისუსმა.
რამდენიმე დღის წინ, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა, რომ ეს იქნება ისტორიაში პირველი პანდემია, რომელიც კონტროლს დაექვემდებარება.
11 მარტის მდგომარეობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულია 118 000-ზე მეტი. კორონავირუსი გავრცელებულია 114-ზე მეტ ქვეყანაში.