ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ ღებრესიუსის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ვრცელდება, პანდემიის საფრთხე რეალური ხდება.
"იმ ფონზე, რომ კორონავირუსის შემთხვევები სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება, პანდემიის საფრთხე რალური ხდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც კონტროლს ექვემდებარება", - თქვა ღებრესიუსმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გადამწყვეტი, ადრეული, პრევენციული მოქმედებები, რათა შეჩერდეს კორონავირუსის გავრცელება.
"ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება", - დასძინა ღებრესიუსმა ბრიფინგზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსი გავრცელებულია 105 ქვეყანაში, ინფიცირებულია 110,029 ადამიანი, გარდაცვლილია 3817 პაციენტი.