ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამ გადაწყვეტილების მიღების ფონია ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი მატება.
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4209-ს მიაღწია.
საგანგებო მდგომარეობის გადაწყვეტილება ძალაში შაბათს, 14 მარტს შევა და და 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ამ ვადის გახანგრძლივებისთვის მთავრობამ თანხმობის მოსაპოვებლად ესპანეთის პარლამენტს უნდა მიმართოს.
ეს გადაწყვეტილება პედრო სანჩესმა ერისადმი მიმართვის დროს გააკეთა, სადაც მან განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა სავარაუდოდ 10 000-ს მიაღწევს.