2020 წლის 11 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა.
ეს გადაწყვეტილება, ჩინეთის გარეთ ახალი შემთხვევების და დასენიანებული ქვეყნების რაოდენობის ზრდის საფუძვლიანი შეფასებით არის მიღებული. გავრცელებისა და სიმძიმის საგანგაშო და ასევე უმოქედობის მაღალმა დონემ დააჩქარა ამ გადაწყვეტილების მიღება.
ამ გადაწყვეტილებით არ იცვლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რისკის შეფასებები და რეკომენდაციები.
ეს არის პირველი კორონავირუსი რომელსაც ეწოდა პანდემია, თუმცა ამავდროულად პირველი კონტროლირებადი პანდემიაა
პანდემიის შესახებ განცხადება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქმედებისკენ მოწოდებაა; მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებში გააქტიურდეს საგანგებო სიტაუციების დროს მართვის მექნიზმები
რას ნიშნავს პანდემიის გამოცხადება?
გავრცელებისა და სიმძიმის საგანგაშო დონის გამო, ჯანმომ COVID-19- დაახასიათა, როგოც პანდემია. პანდემიის სახელწოდება არ ცვლის ჯანმოს მიერ ამ ვირუსით გამოწვეული საფრთხის შეფასებას. ეს არ ცვლის იმას, რასაც ამჟამად აკეთებს როგორც ჯანმო, ასვეე სხვა ქვეყნები.
რა არის პანდემიის გამოცხადების მექანიზმი?
არ არსებობს რაიმე ფორმალური მექანიზმი. ჯანმომ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებზე დაყრდნობით, რაც განგაშის უმაღლესი დონეა, თუმცა ამ სიტუაციაში და იმის გათვალისწინებით, რომ სიმძიმე, შემთხვევების და დასენიანებული ქვეყნების რაოდენობა იზრდება, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ეს ვითარება დაახასიათა, როგორც პანდემია.
რა შეიცვლება კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ?
ჯანმოს გენერალური დირექტორი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ COVID-19-თან საბრძოლველად ზომები ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გააძლიერონ. მათ შორის:
ა) საჭიროა მოხდეს პერსონალის, მარაგის და ტექნიკის იდენტიფიცირება, რომელიც აუცილებელია ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად;
ბ) საჭიროა, რომ განიხილოს თუ როგორ მოხდება პერსონალის ნაკლებობის მოსალოდნელ დონესთან გამკლავება და როგორ შეიძლება შემცირდეს ამის გავლენა აქტივობებზე;
გ) საჭიროა, შეფასდეს აღჭურვილობისა და მასალების სტრატეგიული მარაგები, მათ შორის ისეთი, რაც აუცილებელია დასაქმებულთა ჯანმრთელობის დასაცავად;
დ) პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება;
ე) ისეთი ადგილების, დეპარტამენტების და სერვისების იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია დაიხუროს ან შემცირდეს ადამიანური და მატერიალური რესურსის რეალოკაციისთვის;
ვ) საჭიროა, ჩამოყალიბდეს პრიორიტეტულ და აუცილებელ სერვისებთან წვდომის სახელმძღვანელოები;
თ) დასაქმებულთათვის ფსიქოლოგიური დახმარების გამოყოფა;
ი) აღდგენის ფაზისთვის გეგმის შემუშავება;
წყარო: NCDC