სასამართლომ მხატვარი ლადო წიბახაშვილი გზის გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო, მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
წიბახაშვილს შსს 2 ნოემბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ლადო წიბახაშვილი, მიიჩნევდა, რომ პროტესტისას გზის გადაკეტვა მისი უფლებაა. ის გუშინ 3 ნოემბერს დედასთან მანანა ჯავაშვილთან, ძმასთან გიგა წიბახაშვილთან და დეიდასთან ეკა ჯავაშვილთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის სავალ ნაწილზე.ყველა მათგანი პოლიციამ დღეს დააკავა.
მანამდე ლადო წინახაშვილის დედას მასწავლებელს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.