იტალიის დედაქალაქში შუა საუკუნეების კოშკის ნაწილი ჩამოინგრა, რის შემდეგაც მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი ამოიყვანეს. ერთი მათგანის, 64 წლის პირის მდგომარეობა მძიმეა.
Reuters-ისცნობით, რომში, კოლიზეუმთან ახლოს მდებარე მე-13 საუკუნის კონტის კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს ჩამოინგრა.