გზის გადაკეტვის, ნიღბის ტარებისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით დაკავებული შშმ პირი, 72 წლის იოსებ ხეოშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
იოსებ ხეოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.