რუხის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.
რუხის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე მდ. ენგურის მარცხენა ნაპირას.
ააგო სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა სავარაუდოდ 1647 წელს.
რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო, ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობაც.
იგი შედგება ციდადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. მისი მოგრძო ეზოს ორივე ბოლოში თითო-თითო კოშკია აღმართული. ერთ-ერთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისა, ციხის დონჟონს წარმოადგენდა.
ციხის ქვედა ეზოს გორაკის სამხრეთი ფერდობი უჭირავს. ციხეს გარს უვლის 10-12 მ სიმაღლის გალავანი, რუხის ციხის ქვედა ნაწილი 8-10 მ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია გაყვანილი.
შესასვლელი მოწყობილია გალავანში ჩაშენებული კოშკის I სართულში. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი კოშკია აღმართული ჰქონდა საარტილერიო დანადგარები.