ავიაკომპანია El Al COVID-19-ის გამო მასობრივ დათხოვნას იწყებს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო ავიაკომპანიების თანამშრომლებს მოუწოდა, რომ გარკვეული პერიოდით კარანტინში მოთავსდნენ. ამ დროისათვის ავიაკომპანია El Al-ის თანამშრომლების ნაწილი კარანტინში უკვე იმყოფება.
თავის მხრივ კი ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ იტალიის მიმართულებით ყველა ავიარეისი შეაჩეროს. რაც შეეხება ტაილანდის მიმართულებით, El Al-ს ფრენები 27 მარტამდე აქვს გაუქმებული.
El Al-ის პროფკავშირი რამდენიმე დღეში საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს. ამის მიზეზი კი ავიაკომპანიის მენეჯმენტი გადაწყვეტილებაა, რომელიც თანამშრომელთა ნაწილის დათხოვნას აპირებს. საუბარია სულ 1000 ადამიანზე, რაც El Al-ის თანამშრომელთა 1/6-ია. თანამშრომელთა დათხოვნა კი ფინანსურ კრიზის უკავშირდება, რაც ავიაკომპანიას COVID-19-ის გამო დაატყდა თავს.