ირლანდიში 4 წელიწადში ერთხელ, 29 თებერვალს, წმინდა ოსვალდის დღესასწაულზე, ქალებს შეუძლიათ, მამაკაცებს ხელი სთხოვონ. მამაკაცს კი უარის თქმის უფლება არ აქვს.
გადმოცემის თანახმად, წმინდა ბრიგიტა ირლანდიელი წმინდა პატრიკთან მივიდა და მის მონასტერში მყოფი ქალების მწარე ხვედრის შესახებ შესჩივლა.
ქალები ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდნენ და თანაც, ურთიერთობისას, ინიციატივის გამოჩენა ეკრძალებოდათ. ქალისთვის ხელის თხოვნა მხოლოდ მამაკაცს შეეძლო, ქალი კი ვალდებული იყო, ხელის თხოვნას დალოდებოდა.
წმინდა პატრიკმა უფლება მისცა ქალებს, თავად გამოეჩინათ ინიციატივა, თუმცა, მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ - 29 თებერვალს.
1288 წელს ირლანდიელმა ლორდებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც 29 თებერვალს ქალის მიერ მამაკაცისათვის ხელის თხოვნა დაკანონდა.