კინოთეატრ "ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება.
აფიშა:
• 21 თებერვალი - "მზის ამოსვლამდე"
• 22 თებერვალი - "მზის ჩასვლამდე"
• 23 თებერვალი - "შუაღამემდე"
კინოთეატრ "ამირანისა" და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენის, მარტინ სკორსეზეს, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას.
ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.
კინოსეანსები 200:00 საათზე დაიწყება და ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.