უკრაინელი კინორეჟისორი და სცენარისტი ოლეგ სენცოვი თბილისში ჩამოდის. იუწყება კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
"20 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში შედგება ოლეგ სენცოვისა და ოლექსანდრ კოლჩენკოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ფილმი სენცოვისა და კოლჩენკოს მიერ განვლილ რთულ გზაზე მოგვითხრობს, რომელიც მათ ყირიმში დაკავების შემდგომ განვლეს.
ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია!", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
სენცოვი აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის ევრომაიდანის აქციებში, ეხმარებოდა ყირიმში მყოფ უკრაინელ მეომრებს რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის დროს.
2015 წელს უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს რუსულმა მხარემ ტერორიზმის ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოლეგ სენცოვი 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.