ქართველი ენათმეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამის ბრძანება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
სახლ-მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნოღაში მდებარეობს.
ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კიდევ რამდენიმე ობიექტს მიენიჭა.