საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
გენო პეტრიაშვილმა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11-0 დაამარცხა პოლონელი ბარანი და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ავთო კენჭაძემ წმინდად გააკრა ბეჭებზე ბულგარელი კიროვი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა.
ბექა ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მეოთხე ვერცხლის მედალი მოიპოვა.