ჩინეთში ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთის მიმართულებით გაუქმებული ავიარეისების გამო, 2020 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანიებმა შესაძლოა 4-5 მლრდ დოლარის ზარალი ნახონ. ასეთ პროგნოზს
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ანალიტიკოსები აკეთებენ.
მოსალოდნელია, რომ ვირუსმა Covid-19 ავიაციაზე უფრო მეტი გავლენა მოახდინოს, ვიდრე 2003 წელს SARS-ის შემთხვევაში იყო.
ICAO-ს მონაცემებით, ჩინეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმა 70 ავიაკომპანია, ხოლო 50 ავიაკომპანიამ კი რეისები შეამცირა.
შესაბამისად მგზავრთნაკადი ჩინეთის მიმართულებით და ჩინეთიდან შემცირებულია 80%-ით. გარდა ამისა უცხოური ავიაკომპანიების გარდა რეისები შეამცირეს თავად ჩინურმა ავიაკომპანიებმაც. მათი მიმართულებით კლება 40%-ია.
ICAO-ს შეფასებითვე, ჩინელი ტურისტების დაკარგვით, 2020 წლის პირველ კვარტალში იაპონიამ შესაძლოა ტურიზმიდან $1,29 მლრდ შემოსავალი დაკარგოს, ხოლო ტაილანდმა $1,15 მლრდ.