აფროამერიკელი, ღიად გეი ამერიკელი მსახიობი ბილი პორტერი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მივიდა.
როგორც New York Times-ი წერს, ბილის კაბის ქსოვილზე გამოსახული იყო კენსინგტონის სასახლის არქიტექტურა. მსახიობს ჯიმი ჩუს მიერ დამზადებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა. სამხრეთკორეელი რეჟისორის ფონ ჩჟუნ ჰოს ფილმი "პარაზიტები" წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს, ხოაკინ ფენიქსი ფილმ "ჯოკერში" შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობად დასახელდა, რენე ზელვეგერმა კი საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვა.
ბილი პორტერი კაბით გასულ წელსაც, ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა. მას კრისტიან სირიანოს შავი ხავერდის კაბა ეცვა. მსახიობს წითელ ხალიჩაზე დამხმარეებიც ახლდნენ, რომლებიც კაბის გასწორებასა და მის მოხდენილად ტარებაში ეხმარებოდნენ.