ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს საბაჟო კავშირიდან, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან და დსთ-დან გამოსვლით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას "რეგნუმი" ავრცელებს.
ლუკაშენკოს განცხადებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლება მის გამარჯვებას არ აღიარებს, მაშინ ბელორუსი პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ინტეგრაციული სტრუქტურას დატოვებს.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს კრემლის წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსეთი ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ადეკვატურ შეფასებას მისცემს", ხოლო 3 ოქტომბერს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ლუკაშენკო უღირს საქციელში და წინასაარჩევნოდ რუსეთისგან მტრის სახის შექმნაში დაადანაშაულა.