ამერიკელი მსახიობი ჰოაკინ ფენიქსი ოსკარის პრემიის გამარჯვებული გახდა "მამაკაცის საუკეთესო როლის" ნომინაციაში ტოდ ფილიპსის ფილმ "ჯოკერში" შესრულებული მთავარი როლისთვის.
ამავე ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ ადამ დრაივერი ("ქორწინების ისტორია"), ლეონარდო დი კაპრიო ("ერთხელ ჰოლივუდში") , ანტონიო ბანდერასი ("ტკივილი და დიდება"), ჯონათან პრაისი ("ორი პაპი").
"ოსკარის" დაჯილდოების 92-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, თეატრ Dolby-ში, 9 თებერვალს გაიმართა.